LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი – გაერო მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

64
ანტონიო გუტიერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზრბაიჯანის კონფლიქტის საკითხს ეხმიანება.

გენერალური მდივანი „უკიდურესად არის შეშფოთებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საკონტაქტო ხაზთან საომარი მოქმედებების განახლების გამო“.

განცხადება გაეროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება

გუტერეში გმობს ძალის გამოყენებას და წუხილს გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით.

გუტიერეში მტკიცედ მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

ანტონიო გუტერეში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების მიერ შესრულებული როლის მიმართ და მხარეებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა სასწრაფოდ აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები