LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

132
Screen Shot 2020-07-13 at 10.39.27 AM

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით სომხური ძალები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.

განცხადება აზერბაიჯანის მხრიდანაც ვრცელდება. აზერბაიჯანული თავდაცვის უწყების ცნობით, 28 სექტემბრის დილიდან ქალაქ ტარტერზე შეტევები სომხეთის მხრიდან ხორციელდება.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხებს მათ უკანასკნელი გაფრთხილება უკვე მისცეს, რომ “აზერბაიჯანი საპასუხო ზომებს მიიღებს”

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. მათი ცნობით, სოფელ ევოღლუში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქე დაიაღუპა.

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს.

დღეს დილიდან აზერბაიჯანმა საომარო მდგომარეობა გამოაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები