LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიიდან შემაშფოთებელი ამბები მოდის, ვლოცულობ მშვიდობისთვის: რომის პაპი

165
PopeFrancispraysinStPetersJune142020VatMedia

“კავკასიიდან შემაშფოთებელი ამბები მოდის” – ასე ეხმაურება ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკე ეხმაურება. ის ნებისმიერი უთანხმოების ძალისმიერი გზით მოგვარებაზე უარის თქმის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე კვირის ქადაგებისას განაცხადა.

“ვლოცულობ მშვიდობისთვის ამ რეგიონში და მივმართავ კონფლიქტის მხარეებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ძმობისა და ყველა პრობლემის გადაწყვეტისკენ ძალის გამოუყენებლად“ , – განაცხადა რომის პაპმა.

დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს.მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადა. 

“მზად იყავით სამშობლოს დასაცავად” – ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა