LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ აწვალებენ ექიმებს ამ საზეპიროს დამახსოვრებაში? კომუნიკაციის ეს ფორმა მიუღებელად მიმაჩნია” – მაია ბუწაშვილი

336
BeFunky-collage - 2020-09-25T155139.509

ინფექციურ საავადმყოფოსთან ყოველ დილით ტრადიციული ბრიფინგები კორონავირუსის განახლებულ სტატისტიკაზე და  კონკრეტულად შემთხვევათა გადანაწილებაზე, მიუღებელი ფორმაა. ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნასთან” ისაუბრა. მისი თქმით, ექიმებს კომუნიკაციის უფრო ცივილიზებული ფორმა უნდა მოუძებნონ.

მაია ბუწაშვილის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე საზოგადოების ინფორმირება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმეა და არა რომელიმე საავადმყოფოს კლინიცისტის.

ინფექციონისტმა საკითხზე ვრცლად დღეს პირად ფეისბუქგვერდზეც დაწერა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად, იზრდება ექიმების “საზეპირო სია”, რომელსაც ტრადიციულად ყოველ დილით ველოდებით.

“რაც უფრო მატულობს კოვიდინფიცირებულების რაოდენობა და რეგიონული განაწილება ქვეყანაში, მით უფრო გრძელდება ინფექციური საავადმყოფოს წინ ჩასაბარებელი საზეპიროს ზომა. მაინტერესებს, რატომ აწვალებენ ექიმებს ამ საზეპიროს დამახსოვრებაში, ნუთუ კომუნიკაციის უფრო ცივილური ფორმა ვერ გამოიძებნა ამდენი ხნის განმავლობაში? მკურნალი ექიმების მიერ ამ ციფრების დამახსოვრება პრინციპის თემაა? როცა ვუსმენ, სულ ვღელავ, რომელიმე ციფრი არ შეეშალოთ.

მრავალი თვის შემდეგ, მისასალმებელია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გაჩნდა ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის შესახებ. ამას რეგიონული განაწილებაც რომ დაემატოს (ანუ რასაც ინფექციურის წინ გამართულ პრიფინგზე ამბობენ), ხომ აღარ დაგვჭირდებოდა ყოველდღიურად ამ უცნაური ბრიფინგის იმედად ყოფნა ყველა დაინტერესებულ მხარეს?! დავამატებ, რომ თავისთავად მადლობელი ვარ პიროვნულად მარინა ეზუკბაიას და მარინა ენდელაძის, რომ ამ ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ კოვიდ-ეპიდსიტუაციის კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებლად მეჩვენება” – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები