თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 165 აჭარაში გამოვლინდა. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში 3 000-მდე დაავადებული პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, 17 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.
“დაგვემატა ახალი 265 ახალი დადასტურებული შემთხვევა და საერთო ჯამში გახდა 4 664. გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე კოვიდინფიცირებული ფიქსირდება. აქედან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, დანარჩენები მძიმე და მსუბუქ ფორმებშია.
შემთხვევების რაოდენობის მიხედვით აჭარა ლიდერობს, აქ დღეს 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
იმერეთში – 27, კახეთში – 6, თბილისში – 43, სამეგრელოში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, ქვემო ქართლში 3 და შიდა ქართლში – 2 შემთხვევა დადასტურდა”, – განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 265 შემთხვევა დაფიქსირდა
მისივე ინფორმაციით, ინფექციურ კლინიკაში დღეის მდგომარეობით 31 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
“ჩვენს კლინიკაში 31 კოვიდინფიცირებული პაციენტია. ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი გამოჯანმრთელდა და ერთი ახალი პაციენტი მივიღეთ. პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქ ფორმებშია”, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.