LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი გოგონები მსოფლიოს იპყრობენ – ლიზო „ვოგის“ გარეკანზე

254
safe-image

32 წლის მომღერალმა ლიზომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ფურორი არაერთხელ მოახდინა. ის ცნობილია არა მარტო თავისი ჰიტებით, არამედ თავისი სხეულის ფორმებითაც, რომელსაც არასდროს მალავს და არც საზოგადოების რეაქციები აფერხებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მისი ფოტოები გაუკრიტიკებიათ და მეტიც, სოციალურ ქსელში დაუბლოკავთ კიდეც.

TikTok-მა ლიზოს საცურაო კოსტიუმში გადაღებული ვიდეო დაბლოკა

ამჯერად ვარსკვლავი ჟურნალი „ვოგის“ დეკემბრის გარეკანზე მოხვდა, ის Moschino-ს კაბაში პოზირებს და შესანიშნავად გამოიყურება. ფოტოსესიას ლიზოს ინტერვიუც ახლავს თან, სადაც ის დიდი წონის მქონე ქალბატონებს მიმართავს.

„გოგონებო დიდი ზურგით, მკლავებით, მუცლით და ფეხებით, თქვენ გესმით, რასაც ვგულისხმობ, ჩვენ სხეულის აღნიშნული ფორმებით პოზიტივიც უნდა მივიღოთ“, – აცხადებს არტისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები