Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
5 მლნ-იანი შეკვეთა – ჯარი„დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მლნ-იანი შეკვეთა – ჯარი„დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება

73

ქართული ჯარი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით,  „დელტამ“ თავდაცვის უწყებისგან უპრეცენდენტო, ხუთ მილიონ ლარამდე, ღირებულების შეკვეთა მიიღო. გამოყოფილი თანხით  „დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს. პროდუქციის ტექნიკური მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა. მან ჯავშაჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების ეფექტურობაზე ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან თანამშრომლობაზე გაამახვილა.

„დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიცია ცენტრის კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მის განვითარებას ხელს შეუწყობს.

დღესვე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში გაიმართა გამოცდა-ტესტირება ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ტესტირების შედეგებს ადგილზე გაეცნო.

„დელტაში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და „დელტას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები