ემა სტოუნისა და რეჟისორ დეივ მაკერის რომანის შესახებ გასულ წელს გახდა ცნობილი. წყვილი დაინიშნა და მარტისთვის ქორწილიც დაგეგმა, თუმცა, პანდემიის გამო ცერემონია გადაიდო. დღეს დასავლური მედია წერს, რომ „ოსკაროსანი“ სტოუნი გათხოვდა და ახლა შვილს ელოდება. ამის დასტურია გამოცემა „დეილი მეილის“ მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც წყვილი ლოს-ანჯელესშია გადაღებული.
ფოტოებზე ემა სტოუნს ბეჭედი უკეთია და კომბინეზონშია გამოწყობილი, სადაც კარგად ჩანს მისი ორსულობაც. შეგახსენებთ, რომ მსახიომა და რეჟისორმა ერთმანეთი სამი წლის წინ გადაღებებზე გაიცნეს.