კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურად დასრულდა სამი ადამიანისთვის.
როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, მსუბუქი ავტომობილი რომლითაც ხუთი ადამიანი მგზავრობდა, ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა და ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.
ფოტო არ ასახავს რეალობას