LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

111
senaki skola

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დარეჯან ზარანდიას ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდათ.

„ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს, რის გამოც დღეიდან, სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. PCR კვლევა ჩაუტარდა 160 მოსწავლეს და სკოლაში მომუშავე ყველა პედაგოგს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, პედაგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა დარეჯან ზარანდიამ.

კოვიდინფიცირებული პედაგოგი და ორი მოსწავლე, რუხის კლინიკაში მკურნალობენ. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 193 შემთხვევა დაფიქსირდა, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები