LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიელებმა  შექმნეს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც უბედური შემთხვევების დროს ადამიანები ერთმანეთს დაეხმარონ

245
iHELP-mobilna-alikacija-SOS-alarmirnje-AED-defibrilator-pocutje-simptomi

სლოვენიის ქალაქ კრანში ამოქმედდა აპლიკაცია, რომელითაც ადგილობრივები უბედური შემთხვევის დროს ერთმანეთს დაეხმარებიან. პროგრამის მიზანი სიკვდილიანობის მაქსიმალურად შემცირებაა.

აპლიკაცია iHelp ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვისაა ხელმისაწვდომი და მას ასევე სასწრაფო დახმარების ექიმები და მაშველებიც აკონტროლებენ.

თუკი რომელიმე მომხმარებელს რამე დაემართება – იქნება ეს ინსულტი, მოტეხილობა ან ნებისმიერი სხვა რამ – მას შეეძლება აპლიკაციაში შესაბამის ღილაკს დააჭიროს და საშველად სიგნალი გაგზავნოს. ამ სიგნალს ახლო–მახლოს მყოფი ადამიანები და სამაშველო ჯგუფები მიიღებენ. მანამ სანამ შემთხვევის ადგილამდე პროფესიონალები მივლენ, ახლოს მყოფ ადამიანებს პირველადი დახმარების აღმოჩენა შეეძლებათ.

გარდა ინოვაციური აპლიკაციისა ქალაქ კრანში პირველადი დახმარების უფასო კურსებიც გაიხსნა. ადგილობრივებს iHelp–ის სწორად მოხმარებას ასწავლიან, რათა სტრესის დროს პროცესი ავტომატური გახდეს. ეს ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალაქის ხანდაზმული მოსახლეობისთვისაა.

ოფიციალური ინფორმაციით, გულის შეტევების 70% მაშინ ხდება როდესაც ადამიანი სახლში ან სამსახურშია და სასწრაფო დახმარების იმედზეა დარჩენილი. თუკი მის საშველად პირველ 5 წუთში მოვლენ, გამოჯანმრთელების შანსები ბევრად იზრდება.

სლოვენიაში ადამიანთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სწორედ გულის დაავადებები ხდება. სამწუხარო სტატისტიკა შეეხება როგორც ხანდაზმულ, ასევე საშუალო ასაკში მყოფ ადამიანებსაც. ეს მაშინ როცა ევროპაში სიკვდილიანობის სტატისტიკაში ეს მიზეზი მხოლოდ მეორე ადგილს იკავებს და პირველ პოზიციაზე ფილტვის კიბოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები