LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაკომპანიების კატასტროფულად გაზრდილი ფასები სერიოზულ ვარდნას დაიწყებს – გიორგი კოდუა

215
აეროპორტი (1)

“როცა ღდგება ფრენები ავიაკომპანიების ფასები სერიოზულ ვარდნას დაიწყებს და დარეგულირდება”,-ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, შეზღუდული ფრენების გამო ფასების ზრდა ბუნებრივად მოხდა. მისი ვარაუდით, 2 წელიწადში შესაძლოა საქართველო ფასების ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.

ვერანაირი არგუმენტი ვერ გაამყარებს იმას, რომ არ აღდგეს ფრენები იმიტომ, რომ გვეშინია – გიორგი კოდუა

“ფასები დავარდება. შეზღუდული ფრენების გამო ფასები კატასტროფულად გაზრდილია. როცა შემოვა “ვიზეარი”, “რეინეარი” და სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ფასები დაიწევს.

კომპანია “ერბასის” ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმისთვის, რომ მსოფლიო 2019 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს, საჭიროა 2-3 წელი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩემი ვარაუდი ოპტიმისტურია, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა. 3 ან 5 მილიონი მგზავრი არ არის ისეთი ტრაფიკი, რომ ვერ ავითვისოთ ხელახლა. ის რაც დავკარგეთ, შესაძლებელია 2 წელიწადში თავისუფლად აღდგეს”,-აღნიშნა გიორგი კოდუამ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებენ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რეგულარული ავიარეისები რამდენიმე თვეში ეტაპობრივად აღდგება.

 

ფოტო: კახა მჭედლიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები