გორის მუნიციპალიტეტში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ, მთაში კლდოვან ნაწილზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
“ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება სპეცაღჭურვილობით მობილიზებული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ხილვადობის აღდგენისთანავე გაგრძელდება ცეცხლის ქრობის სამუშაოები”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.