LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დირსიში“ „გუდვილი“ და კვების ობიექტი „კანტინა“ გაიხსნება

139

საცხოვრებელი კომპლექსი ”დირსი” სუპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან” და კვების ობიექტ „კანტინასთან“ თანამშრომლობას იწყებს. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 20 ივლისს გაფორმდება.

როგორც ”ფორტუნას” ”გუდვილიდან” აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ერთ სივრცეში განათავსოს ყველა ის ობიექტი, რომელიც„დირსის“ მაცხოვრებლებისათვის მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებას განაპირობებს. მათივე ინფორმაციით, სექტემბრიდან გაიხსნება „გუდვილის“ ახალი სუპერმარკეტი, რომელიც 250 კვ/მ-ზე განთავსდება.

„ამ მემორანდუმის ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ნებას, უზრუნველვყოთ თბილისის ძველი უბნის განვითარება და ახალი ობიექტების გახსნით მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ არა მხოლოდ„დირსის“ კომპლექსის მაცხოვრებლებს, არამედ მიმდებარე უბნებსაც,” -განაცხადა „ას ჯეორჯიას“ (დირსი) დირექტორმა მურად ისფანდიაროვმა.

მისივე ინფორმაციით, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შექმნილია კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა პირობა. აქ განთავსებულია: სათამაშო და სპორტული მოედნები, ველობილიკები, ბულვარი და ფეხით სასიარულო ზონა ბავშვებისთვის, შიდა ეზოები, საბავშვო ბაღი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები