8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დილით, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა.
ოჯახის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ერეკლე რამდენიმე ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მალევე სხვა პრობლემამ იჩინა თავი და იგეგმებოდა მორიგი ოპერაცია, მაგრამ დღეს დილით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.