LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტი საფრანგეთში: ქვეყანაში სამუშაო ადგილი ჩნდება

91

ბრექსიტი საფრანგეთში დამატებით 20 000 სამუშაო ადგილს შექმნის. როგორც ჩანს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ყველა ქვეყნისთვის საზიანო არ იქნება და სასიამოვნო გამონაკლისებიც არსებობს. მათ შორისაა საფრანგეთი და როგორც ფინანსური სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, უახლოეს ორ წელიწადში ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ლონდონის ფინანსური ცენტრიდან აქტივების ნაწილი სწორედ საფრანგეთში გადმოინაცვლებს. ეკონომიკის სამინისტრო კი მთელ რიგ აქტივობებს გეგმავს, რათა საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები