“ვაშინგტონს არ გააჩნია გავლენის ბერკეტები, რაც საჭიროა თეირანში ხელისუფლების შესაცვლელად,” – ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, რექს ტილერსონის, განცხადების კომენტარისას გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ ვაშინგტონმა ირანში იმ პოლიტიკურ ძალებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელისუფლების შეცვლას.
„აშშ ისტორიას არ სწავლობს. ამერიკამ 1953 წელს ირანში რეჟიმის შეცვლა განახორციელა. ნახეთ, რა მოუტანა ამან აშშ-ს,“ – აღნიშნა მან.
მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, „აშშ ისლამური რევოლუციის შემდეგ რეჟიმის შეცვლის პოლიტიკას ატარებდა, რომელიც ოფიციალურად ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს შეწყდა. თუმცა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აშშ-მ სინამდვილეში შეწყვიტა ირანში ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკა“,
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, „ირანში რეჟიმის შეცვლა არ მოხდება, ვინაიდან ირანს არ სჭირდება აშშ გადარჩენისთვის და ლეგიტიმურობისთვის“.