რამდენიმე თვის წინ კაილი მინოუგი თავის ბოიფრენდს, ჯოშუა სასას დაშორდა, თუმცა როგორც ჩანს, 49 წლის ლამაზმანი მარტო ყოფნას დიდხანს არ აპირებს. ამ დღეებში მომღერალი ყოფილი პარტნიორთან, ოლივიე მარტინესთან ერთად შენიშნეს. წყვილი ერთმანეთს 2007 წელს დაშორდა და როგორც ჩანს, 10 წლის შემდეგ ურთიერთობის განახლება გადაწყვიტა.
კაილი და ოლივიე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანთან პაპარაცებმა გადაიღეს, ინსაიდერის მტკიცებით, ისინი არც ცდილობდნენ გრძნობების დამალვას. ვახშმის შემდეგ წყვილი სასტუმროს ნომერში განმარტოვდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ოლივიე მსახიობ ჰოლი ბერის დაშორდა, რომელთანაც ვაჟიშვილი ჰყავს. რაც შეეხება კაილის, მას შვილი არ ჰყავს. მიზეზად ონკოლოგიური პრობლემების სახელდება, რომელსაც მინოუგი წლების განმავლობაში ებრძოდა.