LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს

75
5e27ded37f73b

ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატ, ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება,ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს.

პარლამენტის შენობაში გატარდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.

ცნობისთვის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, “ტვ პირველის” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები