2006 წელს საშა ბარონ კოენის მონაწილეობით კომედიური ჟანრის ფილმი, ,,ბორატი” გამოვიდა, მან მალევე დაიპყრო საზოგადოების გულები და ერთ-ერთ ყველაზე კომიკურ ფილმად იქცა. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ საშა ბარონ კოენმა ფილმის მე-2 ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ფილმის პრემიერა, თუმცა, მისი შინაარსი უკვე ცნობილია.
,,ბორატი 2″-ში ყაზახი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ის საოცრად პოპულარული გახდა, ვარსკვლავური ცხოვრებისგან შეწუხებული გმირი ხალხისგან დამალვას ცდილობს და სხვა ადამიანად ასაღებს თავს. როგორც ჩანს წინ საოცრად სახალისო ფილმი გველოდება.