LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარაგრაფში“ მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა: ემუქრება თუ არა სასტუმროს დაკეტვა

453
SHEKVETIL

პირს, რომელიც სასტუმრო “პარაგრაფში” დროებით იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია სასტუმროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

„პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა Covid19, არ არის სასტუმროს “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში  დრობით იმყოფებოდა.

მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან. აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.

რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან პირდაპირ შემხებლობაში უტარდებათ ტესტირება და ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი პროცედურების სრული დაცვით იმყოფებიან იზოლაციაში.

სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, სასტუმროს ახლანდელ და მომავალ სტუმრებს მყისიერად მიეწოდებათ ამის შესახებ ინფორმაცია“, – განუცხადა „ფორტუნას“ თამუნა ჯიჯიხიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმროს დაკეტვის საფრთხე არ არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები