ბათუმში გარე რეკლამის განთავსების და ამ ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის საკითხებს კონკურენციის სააგენტო შეისწავლის. მარეგულირებელმა ბაზრის ამ სეგმენტის კვლევა კომპანია “ლიბოს” საჩივრის საფუძველზე დაიწყო.კომპანია ბათუმის მერიის მიერ კონკურენციის შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე აღნიშნავს.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მომჩივანის მიერ მოპასუხე მხარეებად ასევე განსაზღვრული იყვნენ – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელი კომპანია – შპს „აჯადი“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო. თუმცა, ხსენებულ მოპასუხეებთან მიმართ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.