კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 1 – რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერი, ხოლო 1 პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 – ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან კლინიკაში ამ დროისთვის 19 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.