LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამიროქუაის“ სოლისტის მიმართვა ქართველ თაყვანისმცემლებს (ვიდეო)

168

28 ივლისს ბათუმის ჯაზფესტივალს, რომელიც წელს შავიზღვისპირეთში მე-11-დ გაიმართება, ცნობილი ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაი“ ესტუმრება. ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია, აბონემენტების შეძენას უკვე ვეღარ შეძლებთ. ბილეთების მცირე ნაწილი, რაც ამ დრომდე ჯერ კიდევ დარჩენილია, შეგიძლიათ საიტზე tkt.ge იყიდოთ.

ჯეი ქეიმ 11 ივლისიდან თავისი ტურნეს კონცერტები განაახლა. მას სასწრაფოდ დასჭირდა ექიმების დახმარება, ვინაიდან ავტოშემთხვევის დროს ხერხემალი დაიზიანა. ჯგუფის მენეჯერებს ამ დროის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტების ნაწილის გაუქმებამ მოუწიათ. თუმცა ჯეი ქეი უკვე გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა „North Sea Jazz 2017“-ზე. მის მიერ წარმოდგენილ რეპერტუარში იყო ის სიმღერებიც, ახალ კომპოზიციებთან ერთად, რომლებიც ყველაზე ძალიან უყვარს მის მსმენელს, მათ შორის, საქართველოშიც.

ჯეი ქეიმ ჩაწერა სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისთვის. ვიდეოს რადიო „ფორტუნაც“ გთავაზობთ. ჯეი ამბობს: „გამარჯობა, საქართველო. მინდა გამცნოთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდები. მიხარია კვლავ საქართველოში დაბრუნება. გაგიმარჯოთ და შეგხვდებით!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები