LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

57

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში საგარეო მიმართულება გამოიკვეთოს.

„ეს ყოველთვის იყო კიდეც პრიორიტეტი და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, რომ საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებად“, – განაცხადა კვირიკაშვილმმა.

ვიცე-პრემიერის კანდიდატურა ვაკანტური იყო, რადგან კახა კალაძემ თანამდებობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები