LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან პირდაპირ ბუდაპეშტში – სპეციალური რეისი დაინიშნა

118
118770076-3410683262289538-4484294988792683407-o

ქართველი სტუდენტების უნგრეთში გამგზავრების და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისიბუდაპეშტითბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება. ფრენას ავიაკომპანია Myway Airlines 8 სექტემბერს, შემდეგი განრიგით განახორციელებს: 8 სექტემბერი, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 19:30)

თბილისიბუდაპეშტის საჰაერო ხაზზე, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე უნგრეთის ან ტრანზიტულად, ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება ბუდაპეშტი – თბილისის მიმართულებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Myway Airlines-ის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 200 ევროზე მეტი. ავიარეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები