LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რჩევა, რომელიც კონფლიქტის გადაჭრაში დაგეხმარებათ

91

ჩვეულებრივ, ადამიანები კონფლიქტს ნეგატიურად აღიქვამენ, თუმცა, ნებისმიერი დაპირისპირების დაძლევა შეიძლება თუ რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს გავითვალისწინებთ.

* კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანები ხშირად შეგნებულად არ ამჩნევენ უთანხმოების მიზეზს და იმედი აქვთ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. შეხვდით კონფლიქტს პირისპირ და ნუ შეგეშინდებათ სიმართლის აღიარება, რადგან წორედ ის დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.

* ადამიანი კონფლიქტის პერსონიფიცირების, მის კონკრეტულ პიროვნებასთან გაიგივებისკენაა მიდრეკილი და ჰგონია, რომ ადამიანის მოცილებით კონფლიქტიც მოგვარდება. თუმცა, ამგვარი მოსაზრება მცდარია, რადგან კონფლიქტის მიზეზი არა ადამიანი, არამედ მისი ინტერესებია. გამომდინარე აქედან, პრობლემის მოსაგვარებლად გაამახვილეთ ყურადღება მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაზე და არა პერსონაზე.

* კონფლიქტის გადაჭრა ემოციონალური კავშირის დამყარებით იწყება. აუცილებელია გაარკვიოთ ოპონენტის ინტერესები, სურვილები და მოთხოვნები, ადეკვატურად ვუპასუხოდ მის „ტკივილს“ და აღიქვად ის მეგობრად. საკუთარი სურვილებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებით და თანამშრომლობაზე უარის თქმით კი, ხშირად ჩვენივე ემოციების ტყვეები ვხდებით.

* საკუთარ სურვილებსა და პრობლემებზე ფიქრი ყოველთვის ადვილია, თუმცა, კონფლიქტის გადაჭრაში ამგვარი ეგოიზმი ნაკლებად დაგეხმარებათ. ემოციონალური კონტაქტის გასამყარებლად, საჭიროა მოსაუბრის პრობლემებით დაინტერესება და გაზიარება, რაც სულაც არ ნიშნავს ყველაფერზე დათანხმებას. უბრალოდ, უნდა შეგეძლოთ სხვათა მოსმენა და უარის დროულად თქმა.

* კონფლიქტური სიტუაცია ადამიანს მოთმინებას აკარგვინებს, ამიტომ საჭროა საკუთარი ემოციების გაკონტროლება. გამოიჩინეთ მოთმინება და ზომიერი სიჯიუტე, გააკონტროლეთ ნებისმიერი თქვენი ფრაზა. იმ შემთხვევაში კი, თუ იგრძნობთ, რომე ემოციებს ვერ ერევით, ახლებურად შეხედეთ პრობლემას და ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციას.

* დიალოგი ურთიერთობის ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი ელემენტია, რადგან სწორედ დიალოგით შეიძლება მოსაუბრის რეალური აზრებისა და მოთხოვნების გაგება. თუმცა, დიალოგის მიზანი არა უბრალოდ საუბარი, არამედ სიმართლის ძებნა უნდა იყოს. ამასთანავე მნიშვნელოვანია დიალოგისა და კამათის ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან კამათის დროს ნებისმიერი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობა, დიალოგისას კი, მოსაუბრესთან კავშირია მნიშვნელოვანი.

* რაც უფრო ადრე გამოთქვამთ საკუთარ ეჭვებსა და პრეტენზიებს მით უფრო სწრაფად გადაჭრით კონფლიქტს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ნეგატიური შემადგენელის გარდა კონფლიქტს მდიდარი შემოქმედებითი ფუძე აქვს, რომლის წყალობითაც ვიკრებთ ძალებს პრობლემის გადასაჭრელად, ვსწავლობთ დიალოგის წარმართვას და უთანხმოების დაძლევას. საჭიროა მოკავშირის შეძენა და არა მტრის, რომელთანაც საერთო მიზნები დაგვაკავშირებს და არ მივცემთ შიშს და აგრესიას ჩვენი დამარცხების უფლებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები