LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი გზა თბილისში, რომელიც მინუს ტემპერატურაზე ავტომატურად გათბება

111

საავტომობილო გზა, რომელიც მინუს ტემპერატურაზე ავტომატურად გათბება. კომპანია “m² უძრავი ქონება” ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც „სქაილაინ რეზიდენსამდე“ მისასვლელ გზას ინოვაციური ტექნოლოგიით აგებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუმარტეს, ახალი ტექნოლოგია წლის ცივ პერიოდში გზის გათბობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, „სქაილაინ რეზიდენსის“ მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

როგორც “m² უძრავი ქონება”-ში აცხადებენ, ზამთრის პერიოდში გზის მოყინვისგან თავის არიდების მიზნით, 12 სმ-იანი ბეტონი იგება, რომელიც ბადის მოწყობასა და ბადეზე სპეციალური გამთბობი სპირალის დამონტაჟებას ითვალისწინებს.

”უახლესი ტექნოლოგიით დაგებული გზა მინუს ტემპერატურაზე ავტომატურ რეჟიმში ირთვება. აღსანიშნავია ისიც, რომ გზა სექციებად არის დაყოფილი, რაც რომელიმე მონაკვეთის დაზიანების შემთხვევაში, მისი ადვილად პოვნისა და შეკეთების შესაძლებლობას იძლევა”, – განმარტავენ დეველოპერულ კომპანიაში.

ცნობისთვის, კომპლექსი „სქაილაინ რეზიდენსი“ სოლოლაკში, მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე, მარო მაყაშვილის მესამე ჩიხში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები