LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იზღუდება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა

163
60396262-2366507533618188-4798735628034375680-o

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მე-3 მოსმენით, 4 სექტემბერს უყრის კენჭს, შესაძლოა საქართველოდან შენგენის ზონაში თავისუფალი გასვლა შეიზღუდოს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საზღვრის დაცვის პოლიციას უფლება ექნება, საქართველოს მოქალაქე არ გაუშვას შენგენის ზონაში თუ:

  • პირს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;
  • არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
  • არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
    სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის, საცხოვრებლის მისამართი);
  • შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ზემოთ აღნიშნული გარემოების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს, საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოშივე ეტყვიან უარს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულიც არის შეზღუდოს მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებები საერთაშორისო ავტორიტეტს შეუქმნის საფრთხეს.

“ამ კანონპროექტის მიზანი არის ერთადერთი, რომ საქართველოს ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე, მითუმეტეს ვიზაბერალიზაციის ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, არ დაეცეს და ქვეყანამ თავისი პოლიტიკური და საერთაშორისო ინტერესები დააზღვიოს. ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების უფლებების ხარჯზე და კონკრეტულ ადამიანს ყველა დოკუმენტი უნდა ჰქონდეს შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც იმ საზღვარზე დახვდებათ, რათა იქ ჩასულს არ მოუწიოს წვალება, უკან დაბრუნება, სხვა ხარჯების და ახალი პრობლემების გაჩენა. ამ კანონის მთავარი არსი ამაშია და როგორც პოლიტიკურ, ასევე ადამიანების ინტერესებზეა გათვლილი. პოლიტიკური ოპონენტები ეცდებიან ეს სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი დაიცვას. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თავის მოქალაქეებს მისცეს მითითება და შეზღუდოს ისინი, თუ ეს მათივე ინტერესების საწინააღდმეგოდ შემოტრიალდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცვლილებების ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები