LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ვარშავას მიმართულებით 2 ავიარეისი დაინიშნა

135
LOT-Polish-Airlines-787-8-SP-LRE

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი სექტემბერში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. 12 სექტემბრის გარდა, რეისი შესრულდება 26 სექტემბერსაც.  აღნიშნული ჩარტერული ავიარეისიც არის გამყვანი და LOT-ი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-ვარშავას რეისზე ​ავიაბილეთის ღირებულება 1400 ლარია და ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და 5კგ ხელბარგს. ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა. ინფორმაციას LOT Travel LTD – Georgia ავრცელებს.

პოლონეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე https://strazgraniczna.pl/…/8578,Outbreak-of-coronavirus-ru

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები