LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება

173
02 Vanilla Sky plane in Mestia airport

3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება.

იძულებითი პაუზა სრულდება.

სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა, ფრენებიც აღდგა.

“რეისები ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსქრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები იხსნება და 3 სექტემბრიდან AK-Air Georgia მესტიის მიმართულებით ფრენებსაც განაახლებს.

ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები