ტრადიკულად დასრულდა პატარა ბიჭის ამბავი ინგლისში.
“სანდერლენდისა” და საერთოდ ინგლისის პრემიერლიგის თილისმა, ბრედლი ლოუერი 6 წლის ასაკში, ავთვისებიანი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.
ბრედლი ლოუერი პოპულარული ბიჭი იყო. “სანდერლენდის” გულშემატკივარი, რომელიც სიმსივნეს წლინახევრის ასაკიდან ებრძოდა, პრემიერლიგის ვარსკვლავებთან მეგობრობდა, მისი საყვარელი ფეხბურთელი კი ჯერმეინ დეფო იყო.
გასული წლის დეკემბერში, “სანდერლენსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის წინ, ბრედლიმ თერთმეტმეტრიანი შეასრულა, რაშიც დიეგო კოშტა დეხმარა, „ჩელსის“ მეკარეს კი ბუნებრივია ხელი არ შეუშლია და გოლიც გავიდა. 5 წლის ბრედლის ეს დარტყმა პრემიერლიგის თვის საუკეთესო გოლად დაასახელეს.