როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება, 5 საცხოვრებელ ბინაზე ავტოფარეხებში შეიძლება იყოს ერთი ელექტრომობილის დამტენი, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოეფექტურობა სამშენებლო მიმართულებით.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ გიორგი გახარიასთან, რომ სავალდებულო იყოს მომავალი წლების განმავლობაში მშენებლობების დროს ენერგოეფექტური მასალების გამოყენება და ასევე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი – როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ჩვენ ამას შევძლებთ და დიდი ალბათობით, გამოგვივა, რომ 5 საცხოვრებელ ბინაზე მოდიოდეს ერთი ელექტრომობილის დამტენი ავტოფარეხებში“, -აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს კახა კალაძე საზოგადოების წინაშე ენერგეტიკის მინისტრის ამპლუაში ბოლოჯერ წარსდგა. მან 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.