კახა კალაძის მინისტრობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ჯამში მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია: აშენდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური, იგეგმება მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც დედაქალაქის მერობა ჰქვია, კახი წარმატებით გაართმევს თავს. მინდა, კახის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად”, -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს კახა კალაძისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა.