LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი ახალი ამბები არაა“ – იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

232
tim

მძიმე მდგომარეობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ხელოვნური სუნთვის აპარატს მიუერთეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსითაა ინფოცირებული. იგივე დიაგნოზი დაუსვეს მის ქალიშვილსა და სიძეს.

ტიმოშენკოსგან განსხვავებით, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იულია ტიმოშენკოს ტემპერატურა 39 გრადუსის ქვემოთ არ ჩამოდის.

“ბატკივშინას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს მისი პრეს-მდივანი მარინა სოროკა:

„სამწუხაროდ, ამ მომენტში კარგი ახალი ამბები არაა. იულია ვოლოდომიროვნას მდგომარეობა მძიმე რჩება… გასული ღამიდან ის კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის მიხედვით გადის ინტენსიური თერაპიის კურსს“, – აცხადებს სოროკა.

ამ დროისთვის კვლავინდებურად უცნობია, რა ვითარებაში დაინფიცირდა და სად მკურნალობს იულია ტიმოშენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები