LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველ მოსახვევში მეგონა კლდიდან გადაიჩეხებოდა” – ქართველი ექიმი ბერკეტების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს

433
BeFunky-collage - 2020-08-25T104939.541

ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება შატილში მომხდარ ტრაგედიას და წერს, რომ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ის ასევე იხსენებს ერთ-ერთ საკუთარ მგზავრობას გუდაურიდან თბილისამდე და აღნიშნავს მძღოლის არაადეკვატურობასა და სახიფათო მანევრირებებს. ჟამურაშვილის თქმით, აუცილებელია, დაწესდეს ბერკეტები მსგავსი ადამიანების შესაჩერებლად.

„ენით აღუწერელი ტკივილი! უბედურება რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა! მე თვითონ ვიმგზავრე ორი წლის წინ, 2 იანვარს გუდაურიდან თბილისამდე მიკროავტობუსით, რომელიც ყოველ მოსახვევში მეგონა კლდიდან გადაიჩეხებოდა… შეურაცხადი მძღოლი, რომელთან დისკუსიასაც აზრი არ ჰქონდა… ნუთუ აღარ დადგა დრო ორი კაპიკის გულისთვის არ გავრისკოთ ადამიანების სიცოცხლე და არ ვიფიქროთ, რომ კოკა წყალს ყოველთვის მოიტანს… ნუთუ ვეღარ უნდა დაწესდეს ბერკეტები ამ შეურაცხადი ხალხის შესაჩერებლად?! ძალიან გულსატკენი და დასანანია უმიზეზოდ ჩამქრალი ამდენი სიცოცხლე…“ – წერს თამარ ჟამურაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები