LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მიწისქვეშა გვირაბს ითვალისწინებს

99

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ერთ-ერთი პროექტი მიწისქვეშა გვირაბს ითვალისწინებს. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე გადაცემა „ანალიტიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ პროექტში გათვალისწინებული იქნება, როგორც რკინიგზის ინტერესები ასევე ეკოლოგიური საკითხები.

„თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით განხილული იყო რამდენიმე ვარიანტი. ჩვენი ხედვა და არგუმენტები წარმოვადგინეთ, ქალაქის მერიას თავისი ხედვები ჰქონდა. ეს პოზიციები შეჯერდა და რამდენიმე ოპტიმალური ვარიანტი გამოიკვეთა, საიდანაც საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ უახლოეს პერიოდში გამოიტანენ. ის ტერიტორია, რომელიც ქალაქს გამოთავისუფლებისთვის სჭირდება, აუცილებლად გამოთავისუფლდება, რომ აღნიშნული ნაწილზე ურბანული განვითარება მოხერხდეს, თუმცა ეს რკინიგზის ხარჯზე არ მოხდება, რადგან როდესაც ჩვენ ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ და ქვეყანაში ვზრდით გამტარუნარიანობას, ბუნებრივია, ამ დროს არ შეიძლება რკინიგზის რაღაც მონაკვეთზე გამტარუნარიანობა შემცირდეს”, – ამბობს გუნცაძე და განმარტავს, რომ ძალიან რთული იყო პროექტის კორექცია, პროცესში უცხოური კომპანიები ჩაერთვნენ, რომლებმაც საკონსულტაციო საქმიანობა შეასრულეს. საბოლოო გადაწყვეტლებას კი უახლოეს მომავალში მთავრობა მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები