სულ მალე, 25 აგვისტოდან, „ლოტო 6/42“-ის და ყოველდღიური ლოტო „5/35 -ოქროს ბურთის“ გათამაშებები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა.
„იმედზე“ ლოტოების პირველი გათამაშება სამშაბათს ტირაჟიანი „ლოტო 6/42“-ის ეთერით დაიწყება. „ლოტო 6/42“ ტრადიციულ დღეებში ყოველ სამშაბათსა და პარასკევს რვა საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე გავა.
ლოტო „5/35-ოქროს ბურთის“ გათამაშება კი „იმედის“ ეთერში ყოველდღე 19:45 საათზე გაიმრთება.
უცვლელი რჩება „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ტირაჟიანი ლოტოების ,,ლოტო 6/42“-ის და ,,5/35 -ოქროს ბურთის“ თამაშის წესები, ბილეთების შეძენა კი ტრადიციულად შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში, საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და ონლაინ კომპანიის საიტზე www.lotto.ge-ზე.
ასევე უცვლელია ბილეთების ღირებულებაც: „ლოტო 6/42“-ის ბილეთის ფასი 2 ლარი, ხოლო „5/35 -ოქროს ბურთის“ ბილეთის მხოლოდ 1 ლარია.
და რა თქმა უნდა, უცვლელია საპრიზო ფონდებიც – „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარზე მეტია, ხოლო „5/35 ოქროს ბურთის“ 200 000 ლარზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიდით კომპანიის საინფორმაციის ცენტრს 0322 007700 ან იხილეთ ინფორმაცია www.lotto.ge
მოგების იმედით შევხვდებით „იმედზე“.