LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

COVID19-ით ინფიცირებული გრეის კელის შვილიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

163
1 (1)

გრეის კელის შვილიშვილი და მონაკოს პრინცის, ალბერის ქალიშვილი, 28 წლის ჟასმინ გრეის გრიმალდი საავადმყოფოში მოათავსეს. ამის მიზეზი COVID19-ის გართულება გახდა. ინფიცირების შესახებ თავად გრიმალდიმ გასულ კვირას განაცხადა. ჟასმინ გრეისმა საავადმყოფოს პალატიდან ფოტო თავად გამოაქვეყნა და ფანებს საკუთარი მდგომარეობის შესახებ შეატყობინა. გრეის კელის შვილიშვილი ამბობს, რომ მისი იმუნიტეტი შესუსტდა, რის გამოც სპეციალური მკურნალობა გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფექცია თავად მონაკოს პრინცმა, ალბერმაც გადაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები