კომპანია „ნეტფლიქსმა“ სერიალ „გვირგვინის“ მეოთხე სეზონის თიზერი გაავრცელა. ტელესერიალის პრემიერა 15 ნოემბერსაა დაგეგმილი. სიუჟეტი პრინცესა დაინას გარშემო განვითარდება, რომლის როლსაც ახალგაზრდა მსახიობი ემა ქორინი ასრულებს. ახალ სეზონში უკვე გამოჩნდებიან პრინცი უილიამი და ჰარი.
მეოთხე სეზონში დედოფალ ელისაბეტის როლი „ოსკაროსან“ ოლივია კოლმანს ერგო. პროექტში ასევე მონაწილეობენ მეგი სმიტი, ჯილიან ანდერსონი, ჰელენა ბონემ კარტერი და კლერ ფოი.