48 წლის ბენ აფლეკი შავ მოსასხამს კიდევ ერთხელ მოირგებს და ფილმში, „ფლეში“ (The Flash) „ბეტმენის“ როლში კვლავ მოგვევლინება. მსახიობმა პროექტზე DC Comics ხელი გასულ კვირას მოაწერა. ენდი მუშკეტის განცხადებით, ბენი შესანიშნავად ერგება აღნიშნულ როლს.
„ის ფილმის ემოციონალური ფონისთვის, უმნიშვნელოვანესი პერსონაჟია, მან ზუსტად იცის, როგორ იმოქმედოს“. – აცხადებს რეჟისორი
შეგახსენებთ, აფლეკმა აღნიშნული როლი ფილმებში „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“ და „სამართლიანობის ლიგა“ შეასრულა და კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ფილმის გამოსვლა 2022 წლისთვის იგეგმება.