LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, რეგიონის ყველა დასახლებაში საკარანტინო შეზღუდვები დღეიდან იხსნება

105
მესტია (1)

12-დღიანი კარანტინი  დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა მუნიციპალიტეტის სხვა ყველა სოფელში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების მიხედვით, დასრულებულია.

საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, დღეს მესტიაში ეპიდემიოლოგთა 18 კაციანი ჯგუფი იმუშავებს, ასევე, განმეორებითი ტესტირება დღეს იგეგმება 500 პირისთვის.

საკარანტინო სივრცეებში მყოფი ადამიანები საკარანტინო ზონების დატოვებას, მას შემდეგ შეძლებენ,  რაც ცნობილი გახდება განმეორებითი ტესტების პასუხები. ამ დრომდე მასიური თერმოსკრინინგი 2000-მდე პირს ჩაუტარდა. მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები 10 აგვისტოს დაწესდა.

დასახლებებში, სადაც შეზღუდვები კვლავ ძალაშია ინტენსიური ტესტირება გრძელდება. თითქმის 2 კვირის განმავლობაში მესტიაში სულ 49 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.