ელიავას ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზებისთვის შსს-ს ყველა სამსახურმა კარგად იმუშავა, ამის შესახებ „ფორტუნას“ თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე, რა გახდა სტიქიის მიზეზი, ამაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ინფორმაცია არ აქვს და ამბობს, რომ სამართალდამცველები დაადგენენ.
ხანძარი ბაზრობაზე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გაჩნდა, დამწვარია დაახლოებით 6500 კვ.მ. ფართობი.
ხანძარს მსხვერპლიარ მოჰყოლია.