LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკოს ახალი მთავრობა და სანქცია ლიეტუვასგან – ქაოსი ბელარუსში

135
lukashenka

ბელარუსში პროტესტი არ ცხრება, აქციები თითქმის ორი კვირაა გრძელდება და ამის მიუხედავად ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

პოსტს ინარჩუნებს პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო.

საპროტესტო ტალღა გრძელდება, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები კი არ ნებდებიან. ოპოზიციის საბჭოს პირველი შეხვედრა მინსკში უკვე გაიმართა.

 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მიიღეს რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრები ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტი ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

BBC-ის ცნობით ლიეტუვამ ბელარუსის არჩევნების აღიარებაზე უარი განაცხადა და  ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა.