LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა და გურია არ უნდა ჩაიკეტოს – ჯანდაცვის მინისტრი

176
BeFunky-collage - 2020-08-19T165633.434

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საყურადღებოა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ზღვისპირეთში ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბარ-რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდეს ტესტირება. მისივე თქმით, აჭარის და გურიის რეგიონი არ უნდა ჩაიკეტოს.

„დღეისათვის საკმაოდ კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი გვაქვს და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაკადი არის ზღვისპირეთში. აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომელთა ჩაკეტვაც მოხდა” – განაცხადა მინისტრმა.

აჭარაში ტესტირება სავალდებულო ხდება: ბათუმის ბულვარში მოსახლეობას ნებაყოფლობით ტესტირებას შეთავაზებენ

შიდა კურორტებზე ტურისტული ნაკადის ზრდაზე ისაუბრა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა. მისივე  თქმით, ტურისტულ ზონებზე, დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება.

რამდენი უცხოელი ტურისტი შემოვიდა საქართველოში: შიდა ტურიზმი იმატებს