LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტები, რომელიც დედაქალაქში წელს ვეღარ განხორციელდება

249
BeFunky-collage - 2020-08-19T124436.927

დედაქალაქის მერია 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების ნაწილს ვერ განახორციელებს. ამის შესახებ კახი კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, პანდემიისგან გამოწვეულმა პრობლემებმა დედაქალაქის ბიუჯეტზეც იმოქმედა. მერის განცხადებით, წელს ვერ მოხდება წერეთლის გამზირის, ქეთევან წამებულის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და სხვა დაგეგმილი პროექტების დაწყება.

“2020 წელს ჩვენ არაერთი პროექტის გეგმა გვქონდა, თუმცა პანდემიის გამო გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთია მაგალითად წერეთლის, ქეთევან წამებულის, ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია, ასევე ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადასასვლელი ხიდის პროექტი, ვეფხვი და მოყმეს მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება. ეს ის პროექტებია, რომლებიც წესით უნდა დასწყებულიყო, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე ვერ დავიწყებთ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ან  მომავალი წლის დასაწყისში ამ პროექტებს დავიწყებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტებზე უარს ვამბობთ, არამედ მისი განხორციელება დროში გადაიწევს”, – განაცხადა კახი კალაძემ.

სხდომაზე მერმა ირაკლი ხმალაძეს დაავალა მოიძიოს მიწები, შენობა-ნაგებობები, რომ მოხდეს მათი გაყიდვა და აღნიშნული თანხებით შემოსავლების ნაწილში კლება შეივსოს.

“მოიძიეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები. საპრივატიზაციო ნუსხა გავზარდოთ, რომ მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ”, – განაცხადა კალაძემ.