LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთერთი არასრულწლოვნის მამა თამაზ ხომასურიძე მეუღლესთან ერთად პროტესტის ნიშნად შიმშილობას აპირებს

314
Untitled

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, ის და მისი მეუღლე პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებენ.შიმშილობას აპირებს თავად ბრალდებულიც. თამაზ ხომასურიძის განმარტებით, მისი შვილი ითხოვდა, რომ ის სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოეკითხათ, რათა ამგვარად თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.

მისი თქმით, მას ყველა იმ ბრალდებულის მშობელი შემოუერთდება, ვინც “ტოიოტა ქამრიში” იჯდა.

გარდა ამისა, როგორც თამაზ ხომასურიძემ განმარტა, სასამართლო პროცესი თვითონ პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მოსამართლემ ერთ-ერთი პროკურორის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ,პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მუხლით დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები