ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოსგან” გაათავისუფლეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყში ექსტრემისტების მმართველობა დასრულებულია.
„მათი გამოგონილი სახელმწიფო განადგურდა,“ – განაცხადა ადგილობრივ სახელმწიფო ტელევიზიასთან თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა, გენერალმა იაჰია რასულმა.
მოსულის ძველ ნაწილში დაახლოებით 300 ჯარისკაცი კვლავ იბრძვის, თუმცა ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ომი, რომელიც უკვე 8 თვეა გრძელდება, უახლოეს დღეებში დასრულდება.
გამარჯვება საკმაოდ ძვირად დაუჯდა ერაყს, სასტიკი ომისა და კოალიციის მიერ ტერიტორიების დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა, 850 000 კი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა.
მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა სახელისუფლებო ძალებმა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყეს.