“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალგაზრდების გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.[related_news id=”390201″ align=”left”]
„ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,- აცხადებენ შსს-ში.