ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საბალახოდ გაშვებული საქონლის ნაწილი მოულოდნელად დაიხოცა.
დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო. პასუხები სავარაუდოდ 2 დღეში გახდება ცნობილი.მეპატრონეებმა დახოცილი პირუტყვი სპეციალური წესით დამარხეს.
მოსახლეობა ვარაუდობს, რომ საქონელი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას ითხოვენ.
ამასთან, დაზარალებული 8 მოსახლე კომპენსაციას მოითხოვს, რადგან მათი ძირითადი შემოსავლის წყარო რძის ნაწარმის რეალიზაცია იყო.
პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.